პერიოდი, როდესაც მგზავრებს ხელბარგის ტარების საფასური დამატებით ეკისრებოდათ, შესაძლოა მალე წარსულს ჩაჰბარდეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ევროპა ემზადება, რომ არა მხოლოდ პატარა ჩემოდნების, არამედ პატარა ჩანთების უფასო ტრანსპორტირებაც დაუშვას.
ადრე ავიაკომპანიები – ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები – ამისთვის საკმაოდ დიდი თანხის გადახდას ითხოვდნენ, როგორც წესი, 30-დან 50 ევრომდე.
ასევე კარგი ამბავია შვილებთან ერთად მოგზაურობის მსურველი მშობლებისთვის. დღესდღეობით, ბიუჯეტური ავიაკომპანიების თვითმფრინავში ადგილების ასარჩევად ასევე უწევთ გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, რეგისტრაციის დახლზე ოჯახის წევრებს ადგილები სხვადასხვა რიგში ეძლევათ. შედეგად, ბავშვებს ხშირად უწევდათ ოჯახებისგან განცალკევებულად ჯდომა. ახლა, თუ მოგზაური 12 წლამდე ასაკისაა, ადგილის არჩევა უფასო იქნება.
