ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა

ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, სთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადებას მხარი 175-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 360-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის, ევროპარლამენტარების, სულ მცირე, ორი მესამედის ხმა იყო საჭირო.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება რუმინელმა ევროპარლამენტარმა ულტრამემარჯვენე პარტიიდან, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსიდან“, გეორგე პიპერეამ დააყენა.
რუმინელი ევროპარლამენტარი უნდობლობის გამოცხადებას ევროკომისიის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კონტრაქტებთან დაკავშირებული მიმოწერის გასაჯაროებაზე უარის თქმის გამო ითხოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი