ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის – გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით

ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის – გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით
დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის, გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოციალურ ქსელში.
როგორც ვოლსკი წერს, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2023 წელს, ლიეტუვიდან რუსეთში პროდუქციის და ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს იმავე მაჩვენებელს. გარდა ამისა, დეპუტატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ “ცეცხლმოკიდებული უკრაინის გავლით ევროპისთვის დან მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 5-6 ჯერ აჭარბებს რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის მთელ მოცულობას.”
“დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის, გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით.
ცნობისათვის:
2023 წელს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტმა 657 მლნ დოლარი შეადგინა. ლიეტუვის – 2,3 მილიარდი;
საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 168 მლნ დოლარი შეადგინა, ლიეტუვიდან – 180 მლნ. და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.
ესეც საინტერესოა: რუსეთში ვისკის ექსპორტით პირველ ადგილზე ლატვიაა; ცეცხლმოკიდებული უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 5-6 ჯერ აჭარბებს რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის მთელ მოცულობას; მიმდინარე წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიმღებთა შორის ევროპაში პირველ ადგილზე საფრანგეთი გაიჭრა, რომლის პრეზიდენტმა, სულ ახლახან, ში სამხედრო ძალების შეყვანაზე ილაპარაკა.” – წერს გია ვოლსკი.
Previous: ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრებზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა, ყველა გრძნობს, რომ ეს ცვლილებები ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის აუცილებელია

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!