ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება.
მომზადებულია ორი დოკუმენტი – ერთ-ერთ მათგანი ევროპის სახალხო პარტიამ დაარეგისტრირა და ის მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხს, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დაცული არ არის.
რეზოლუციაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზეც. იტალიელი დეპუტატის მიერ მომზადებული მეორე დოკუმენტის მიხედვით კი, ევროპელი კანონმდებელი ყველას მოუწოდებს, აღიარონ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ითანამშრომლონ გამარჯვებულ პარტიასთან.
ევროპის სახალხო პარტიის მიერ დარეგისტრირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებზე ქართული საზოგადოება უკვე აღარ რეაგირებს.
“ყველაფერი, რაზეც ევროპარლამენტმა თქვა, რომ აქ არის დამნაშავე ხელისუფლება, ევროპის სასამართლომ ეს ყველაფერი უარყო. ამიტომაც, უკვე დღეს ნულოვანი რეაქცია აქვს ქართულ საზოგადოებას და არამარტო, ამ ე.წ. რეზოლუციებზე ევროპარლამენტიდან, რადგან როდესაც ცდილობ, რომ ტყუილი შეასაღო საზოგადოებას, მერე შენი სანდოობაა არის ნულოვანი”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება