ევროპარლამენტმა ღაზის სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

ევროპარლამენტმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უპირობო მოწოდება შეაჩერა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ანკლავში დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და “ჰამასის” დაშლა მოხდება.
რეზოლუციის გატარებას ევროკავშირის კანონმდებლების სამი ჯგუფი ცდილობდა, რომელიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის განახლებისაკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, რეზოლუციის ტექსტი ყველა მძევლის დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებასა და “ჰამასის” დაშლას მოითხოვდა.
თუმცა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ, კენჭისყრისას, ტექსტის კორექტირების მიზნით, შესწორება შეიტანა. მოითხოვა მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და მისი პოლიტიკური გადაჭრა “იმ პირობით, რომ” მოხდებოდა “ჰამასის” დაშლა და მძევლების გათავისუფლება. რეზოლუცია, უმრავლესობით, მთლიანად დაკმაყოფილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება