ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა – კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას 518-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივების წინააღმდეგი 96 ევროდეპუტატი იყო, ხოლო 24-მა თავი შეიკავა.
ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება ვიდრე ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა. სავარაუდოდ, ნოემბერში, ბრიუსელში, საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა საბჭო მიიღებს.
ცნობისთვის, კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატებმა განაცხადეს, რომ უვიზო რეჟიმით არ უნდა ისარგებლონ იმ ქვეყნების მთავრობის მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა, რომლებიც ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევენ.