ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ

ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომლებისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ კი ხმა მისცა 63-მა. 81-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ს ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“.
ევროპარლამენტარების თანახმად, ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების სია ასე გამოიყურება, თუმცა არასრულია:
· ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები – მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები – უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი; დისშვილი – შმაგი ; დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი;
· ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა;
· ბიზნესმენები – ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე (ზედმეტსახელად „რიჟა);
· აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
· ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილია წულაია;
· კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი კახა ბექაური;
· პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლაშა ნაცვლიშვილი;
· საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ; გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი;
· მოსამართლეები – მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე;
· სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი;
· ტელეკომპანია „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე;
· საქართველოს ავიახაზების, „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი ;
· ბიზნესმენები და პოლიტიკოსები – ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.

ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ მიღებული წინა რეზოლუციის მსგავსად, ახლაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ს, ვახტანგ გომელაურისა და ს სანქცირებას.
კენჭისყრის წინა დღეს მ თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას “ჩალის ფასი აქვს”.
ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია – „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ სანქციებს უნგრეთი და ეწინააღმდეგებიან. შესაბამისად, რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ეროვნულ დონეზე ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ.
ევროპარლამენტარები რეზოლუციაში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ზურაბიშვილი საქართველოს წარმომადგენლად მიიწვიოს ევროპული საბჭოს შემდეგ შეხვედრასა და ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე.
ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო ა, რომელიც, მათი აზრით, მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა ჩატარდეს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით“. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გამოვიდნენ იმავე მოთხოვნით.
ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა – გამოხატავს ევროპარლამენტარების პოლიტიკურ პოზიციას.
ალტერნატიული რეზოლუცია
13 თებერვალს ევროპარლამენტმა ჩააგდო კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც გერმანელმა და ბულგარელმა ევროპარლამენტარებმა წარადგინეს.
ესენი იყვნენ ჰანს ნოიჰოფი, ალექსანდერ ზელი, პეტერ ბისტრონი და ტომაშ ფროელიხი პარტიიდან “ალტერნატივა გერმანიისთვის” და პეტარ ვოლგინი და სტანლისლავ სტოიანოვი ბულგარული პარტია “აღორძინებიდან”.
ყველა მათგანი მიეკუთვნება “სუვერენული ერების ევროპის” ჯგუფს, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ სადმი ლოიალობის გამო.
რეზოლუციაში გერმანელი და ბულგარელი პოლიტიკოსები გმობდნენ “ევროკავშირის უარს, ცნოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია”.
“2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისობით და ქართველმა ხალხმა თავისი ახალი მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით ნათელი და დემოკრატიული არჩევანი გააკეთა”, – ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ დაწუნებულ რეზოლუციაში.
ტექსტის ავტორები ფიქრობენ, რომ “საქართველოს მთავრობა ევროპული ინტეგრაციის ერთგული რჩება” და “ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვას ისე აგრძელებს, რომ ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების დაცვას უზრუნველყოფს”.
ისინი ევროკავშირს ადანაშაულებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში და მოითხოვენ, რომ ევროკავშირმა “შეწყვიტოს იმ ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას არ წარმოადგენენ”.
ეს რეზოლუცია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმ ტექსტს, რომელსაც ევროპარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და რომელშიც ისინი არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას.