ევროპარლამენტის პრეზიდენტი გერმანიას მოუწოდებს გადასცეს უკრაინას Taurus-ის რაკეტები

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მხარს უჭერს უკრაინის მიერ შორსმსროლელი რაკეტების გამოყენებას ს ფართომასშტაბიანი იერიშებისგან თავის დასაცავად და აცხადებს, რომ გერმანიამ კიევს უნდა გადასცეს თავისი შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტები. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს გერმანულ გამოცემა Funke Mediengruppe-ის 23 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ მეცოლამ დადებითად უპასუხა კითხვას, უნდა დართონ, თუ არა ს დონორმა ქვეყნებმა შორეული რადიუსის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში სამიზნეების განადგურების ნება და უნდა უზრუნველყოს, თუ არა გერმანიამ უკრაინისათვის თავისი Taurus-სი სისტემების გადაცემა.
მიუხედადავ იმისა, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ მეორეა -ის შემდეგ, კენცლერი უარს ამბობს უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე.
შოლცი არ ემხრობა ამ ეტაპზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეას.
24 ოქტომბერს ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება, რაც ყველამ იცის და ამ საკითხში უთანხმოება არ არსებობს. შოლცის თქმით, ამჟამად ნატოში უკრაინის მიწვევა მოსალოდნელი არ არის, რადგან მიწვევა, როგორც წესი, სწრაფად გაწევრებას უკავშირდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას