ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა

ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. პროექტი ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილი რეზოლუციების პროექტებს აერთიანებს და ხვალ უყრიან კენჭს.
პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მკვეთრად დაჩქარდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ, რომელიც იყო ღრმად ნაკლოვანი და აღინიშნა სერიოზული დარღვევებით, ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და საქართველოს ვალდებულებებს ეუთო-ს წინაშე. ეს არჩევნები არღვევდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დადგენილ დემოკრატიულ ნორმებს და სტანდარტებს, ვერ ასახავდა ხალხის ნებას და შედეგად მიღებული „პარლამენტი“ და შემდგომში „პრეზიდენტი“ მოკლებულია ყოველგვარ დემოკრატიულ ლეგიტიმურობას. თავისი საქმიანობის დასაწყისიდანვე საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი ფუნქციონირებს, როგორც ერთპარტიული („ქართული ოცნება“) ორგანო, რაც შეუთავსებელია პლურალისტური საპარლამენტო დემოკრატიის არსთან“.
პროექტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მე-2 მუხლი ეხება შეთანხმების ზოგად პრინციპებს, რომელიც მოიცავს დემოკრატიულ პრინციპებს, ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს; ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი აცხადებს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, პროექტში წერია, რომ „საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ დაგმო საპარლამენტო არჩევნები, როგორც გაყალბებული, განაცხადა, რომ არ აღიარებდა მათ და მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება; საქართველოს ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მოახდინა ძალაუფლების არაკონსტიტუციური უზურპაცია, სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძირს უთხრის სასამართლო დამოუკიდებლობას და არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და კანონის უზენაესობას, რითიც აღრმავებს საქართველოს პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისს“.
როგორც რეზოლუციის პროექტის ავტორები აცხადებენ, საქართველომ ოფიციალურად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში.
„2024 წლის 28 ნოემბერს მ განაცხადა, რომ საქართველო გადაავადებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას და უარს იტყვის მის ფინანსურ დახმარებაზე 2028 წლის ბოლომდე, რითიც უგულებელყოფს ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და ეფექტიანად უთხრის ძირს საქართველოს სუვერენულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.
პროექტის თანახმად, „2024 წლის 28 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მშვიდობიანი მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, პოლიტიკური ძალადობისა და რეპრესიების დასრულების და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების მოთხოვნით; 75 დღეზე მეტია, პროტესტი უწყვეტად გრძელდება“.
რეზოლუციის პროექტშია ასევე ნათქვამია, რომ „2024 წლის 14 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტმა ჩაატარა „საპრეზიდენტო არჩევნები“ „ქართული ოცნების“ პარტიის ერთადერთი კანდიდატით, ყოფილი ფეხბურთელით, თ, რომელიც არჩეულ იქნა 225-დან 224 ხმით“.
„საქართველოს თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ ქვეყანა ჩააგდო სრულმასშტაბიან კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისში, ასევე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კრიზისში; ეს აღინიშნა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიებით, მაშინ როდესაც მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციის ოფიცრები აქტიურად აყალბებენ პოლიტიკურად მოტივირებულ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ბრალდებებს მშვიდობიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს დაკავებული დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ; 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, პროტესტის დაწყებიდან 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ან დასაჯეს და ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება.
საიდენტიფიკაციო ნომრების განზრახ არმქონე სპეცრაზმელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით; მრავალმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ გახდნენ დევნის სამიზნე და სცემეს, გაუნადგურეს აღჭურვილობა და მოჰპარეს პირადი ნივთები; ათობით დემონსტრანტი სასტიკად იქნა ნაცემი და რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს; საქართველოს სახალხო დამცველმა გამოავლინა, რომ დაკავებულთა 80% აცხადებს, რომ განიცადა ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან; საერთაშორისო დაგმობის მიუხედავად, არალეგიტიმურმა საქართველოს მთავრობამ მედლებით დააჯილდოვა დარბევაში მონაწილე მაღალჩინოსნები“, – წერია პროექტში.
როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, „დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, მათ შორის ტელეკომპანია „ფორმულა“, „მთავარი“ და „პირველი“ აწყდებიან მძიმე საოპერაციო და ფინანსურ შეზღუდვებს რეჟიმის ჩარევის გამო, ხოლო მედიის ათობით წარმომადგენელი განიცდის ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის სხვადასხვა ფორმას; დაფიქსირებულია ჟურნალისტებზე მრავალი ძალადობრივი თავდასხმა, მათ შორის ალექსანდრე კეშელაშვილის, მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის სასტიკი ცემა და დაკავებული ჟურნალისტის, საბა ქევხიშვილის შევიწროება; 2025 წლის 12 იანვარს საქართველოს ხელისუფლებამ დააკავა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაშია და შიმშილობს საქართველოში ყველა პოლიტპატიმრისადმი სოლიდარობის ნიშნად; მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
K. 2025 წლის 14 იანვრის ღამეს, გიორგი გახარიას, პარტია „საქართველოსთვის“ ოპოზიციის ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს; ზვიად ქორიძეს, ჟურნალისტს და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აქტივისტს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ცალკეულ ინციდენტებში ბათუმში;
L. 2025 წლის 2 თებერვალს პროევროპული პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა მელია და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დააკავეს ანტისამთავრობო აქციების დროს და პატიმრობაში ფიზიკური ძალადობას ექვემდებარებოდნენ; 2025 წლის 12 იანვარს ბათუმში დააკავეს პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია;
M. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და გადაჭარბებული ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მიმართა თვითნებურ მასობრივ დაპატიმრებებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად; დამოუკიდებელმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს დაკავებულების სისტემური არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების შესახებ; დღემდე სამართალდამცავი ორგანოს არცერთი თანამდებობის პირი, რომელიც მონაწილეობდა სასტიკ დარბევაში, თვითნებურ დაპატიმრებებში და არასათანადო მოპყრობაში, პასუხისგებაში არ არის მიცემული;
N. თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ შემოიღო ახალი დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც ძალაში შევიდა 2024 წლის 30 დეკემბერს და შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, აწესებს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე შემდგომ თვითნებურ შეზღუდვებს, სხვა საკითხებთან ერთად სოლიდურ ჯარიმას აწესებს საპროტესტო ლოზუნგებისა და პლაკატების გაფორმებისთვის და პოლიციას უფლებამოსილებას ანიჭებს, „პრევენციულად“ დააკავოს ადამიანები 48 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი შეკრების დაგეგმვის წესების დარღვევის ეჭვით; 2025 წლის 3 თებერვალს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა დამატებითი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კონტროლის გამკაცრებას, სასჯელის გამკაცრებას სხვადასხვა დანაშაულისთვის, რომელიც პირდაპირ არის მიმართული მომიტინგეების, კრიტიკოსების და პოლიტიკური აზრის წინააღმდეგ, როგორებიცაა უფრო მკაცრი სასჯელები „მოხელეების შეურაცხყოფისთვის“, გზის გადაკეტვის კრიმინალიზაცია და ადმინისტრაციული დაკავების ხანგრძლივობის გაზრდა 15-დან 60 დღემდე;
O. 2025 წლის 27 იანვარს საბჭომ გადაწყვიტა, შეეჩერებინა ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ნაწილი ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის, მაგრამ ვერ დააწესა ინდივიდუალური სანქციები გაგრძელებული დარბევის საპასუხოდ; უნგრეთისა და ს მთავრობები მუდმივად ბლოკავდნენ ევროკავშირის მასშტაბით ეფექტურ სანქციებს, რაც ხელს უშლის დანარჩენ 25 წევრ სახელმწიფოს (EU-25), ეფექტიანად დააწესოს სანქციები თვითდანიშნული საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ;
P. რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ლიეტუვამ, ესტონეთმა, ლატვიამ და ჩეხეთმა დააწესეს ორმხრივი სანქციები ქართველ პოლიტიკოსებზე, მოსამართლეებსა და სხვა ოფიციალურ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და კანონის უზენაესობის დარღვევაზე; 2024 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მირზა კეზევაძესთან ერთად, მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის მოღვაწეების და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობისთვის; დიდმა ბრიტანეთმა და მ მსგავსი სანქციები დააწესეს ქართველ მაღალჩინოსნებზე; ივანიშვილს, მის პირად მდგომარეობაზე მორგებული ნაჩქარევად მიღებული კანონებით გადააქვს თავისი ოფშორული აქტივები საქართველოში შემდგომი სანქციების მოლოდინში;
Q. 2025 წლის 29 იანვარს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ გაიყვანს თავის დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) მას შემდეგ, რაც საბჭომ მოითხოვა ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ძალადობის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობა; გაერო-ს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკა საქართველოში, ხოლო ეუთო ამ ჩახშობას უწოდებს შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზულ დარღვევას;
R. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოიწვია ახალი პარლამენტი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევით, რასაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა; 2025 წლის 5 თებერვალს თვითდანიშნულმა „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა პარლამენტის 61 წევრიდან 49-ის მანდატის ვადამდე შეწყვეტას, რომლებიც წარმოადგენენ კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ძლიერ საქართველოს“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იმუნიტეტის ჩამორთმევისა და მათი დაპატიმრებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ხელშეწყობის მიზნით; იმავე „პარლამენტმა“ შექმნა კომისია ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასასჯელად;
S. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ გამოთქმული გამოხმაურების შემდეგ საჯარო მოხელეთა მზარდი რაოდენობა დაითხოვეს სამსახურიდან; „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კანონები საჯარო სამსახურის შესახებ, გაამარტივა პროცედურები საჯარო მოხელეების გათავისუფლების მიზნით, რომელთაგან რამდენიმე გაათავისუფლეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, კრიტიკული ხმების გაჩუმების აშკარა მცდელობით;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტი „გმობს „ქართული ოცნების“ „ხელისუფლებას“ და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიები; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ქვეყნის ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს; მიიჩნევს საქართველოს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ; გამოხატავს ღრმა სინანულს იმის გამო, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროპული ინტეგრაციისა და ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე; შეახსენებს, რომ მიმდინარე დემოკრატიულმა უკუსვლამ და ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ, ფაქტობრივად, შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში“.
ტექსტის თანახმად, „ევროპარლამენტი არ აღიარებს „ქართული ოცნების“ პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ჩამოყალიბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელიც არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი, ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით და არ ასახავდა საქართველოს ხალხის ნებას; ხაზს უსვამს, რომ არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის სამართლიანობას, ეჭვქვეშ დააყენა შედეგების ლეგიტიმურობა და შეარყია საზოგადოების ნდობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ“;
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს, „არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტისა და მათ მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა; მოუწოდებს, შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებას შეუერთდეს თვითგამოცხადებული ქართული ხელისუფლებისადმი ბოიკოტს“.
როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, „ევროპარლამენტი განაგრძობს ს აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად; აქებს მის ძალისხმევას, მშვიდობიანად დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე; მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, მიიწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს წარმოსადგენად ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე და ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მომდევნო სამიტზე“.
პროექტის მიხედვით, „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით არის შესაძლებელი; მოითხოვს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს საქართველოში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და ყურადღებიანი საერთაშორისო დაკვირვებით, რათა გარანტირებული იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი; მოუწოდებს წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობის პირობად გახადონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნა.
პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრს, „ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დააწესონ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, მის კომპანიებს, გაყინონ მისი ყველა აქტივი ევროკავშირში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში, დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობასა და ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში მისი როლის გამო; მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და დაუწესოს მას ინდივიდუალური სანქციები; ამ მხრივ მიესალმება ს, ლატვიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის მიერ ორმხრივად დაწესებულ სანქციებს, ასევე აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ უკვე დაწესებულ სანქციებს“;
პროექტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრს, ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, „დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, საარჩევნო გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს ს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს; მოუწოდებს, გაავრცელონ ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები და სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებზე, ასევე ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ფარულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, რეჟიმთან დაახლოებული მედიასაშუალებების მფლობელებზე, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“, „პოსტ TV“-ისა და „რუსთავი 2“-ის, ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარული მმართველობის შესანარჩუნებლად დეზინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი დისკურსის მანიპულირების მცდელობაში მათი როლის გამო“.
პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, „დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც რეპრესიული სახელმწიფო აპარატს ხელს უწყობს, მათ შორის სხვებთან ერთად, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს“.
როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, „ევროპარლამენტი ინარჩუნებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები აშკარა დემოკრატიული უკუსვლისა და წინა ვალდებულებების შეუსრულებლობის საპასუხოდ ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციისა და ბოლო მოვლენების სიმძიმეს; მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, თუმცა მიიჩნევს მას მხოლოდ პირველ ნაბიჯად, რომელსაც უნდა მოჰყვეს უფრო მკაცრი ზომები; გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე საბჭოს გადაწყვეტილებების ბლოკირებას“;
ამასთან, პროექტში წერია, რომ „ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის; კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ არ სრულდება ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების კუთხით“.
„პროექტი მკაცრად გმობს სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს, რომელსაც საქართველოს მმართველი რეჟიმი იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024 წლის 28 ნოემბრიდან; მოითხოვს ყველა პოლიტპატიმრისა და ანტისამთავრობო პროტესტების დროს დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე ოთხ კვირაზე მეტია შიმშილობს უსამართლო დაკავების გამო და დგას კრიტიკული, შეუქცევადი და სიცოცხლისთვის საშიში შედეგების წინაშე; გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმასა და ცემას, რის შედეგადაც ის ჰოსპიტალიზებული იყო, რასაც მოჰყვა 2025 წლის 2 თებერვალს პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ნიკა მელიასა და გიგი უგულავას დაკავება, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ძალადობის შემაშფოთებელ ესკალაციას „ქართული ოცნებისა“ და მისი მოკავშირეების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“. ამასთან, პროექტში ნახსენებია 2025 წლის 12 იანვარს ბათუმში ელენე ხოშტარიას დაკავების შესახებ.
„პროექტი კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას საქართველოს ხალხისა და მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მათი ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეცვალოს თავისი ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი და დაუბრუნდეს ქართველი ხალხის ნების განხორციელებას დემოკრატიული რეფორმებისთვის, რაც ხელახლა გახსნიდა ევროკავშირის სამომავლო წევრობის პერსპექტივას“.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „მკაცრად გმობს დრაკონული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც აწესებს გაუმართლებელ შეზღუდვებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებზე, და მოითხოვს ასეთი ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც დაკავებულია გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლებების მშვიდობიანი გამოყენებისთვის, და უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების ყველა ბრალდებაზე; მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა გამოყენებულია როგორც იარაღი განსხვავებული აზრის ჩასახშობად, შიშის დასანერგად და თავისუფალი სიტყვის გასაჩუმებლად“.
ამასთან, რეზოლუციის პროექტი „მოუწოდებს „ქართულ ხელისუფლებას“, დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად და გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობისა და არასათანადო ქცევის ყველა შემთხვევა; ხაზს უსვამს დემოკრატიული გარემოს ხელშეწყობის მნიშვნელობას, სადაც მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შეეძლებათ თავისუფლად საქმიანობა შიშის, შურისძიების ან ცენზურის გარეშე. მოითხოვს პოლიციის მხრიდან სისასტიკის და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას; მოუწოდებს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელმა პირებმა, მათ შორის სამართალდამცავმა და სამთავრობო მოხელეებმა, რომლებიც გასცემდნენ რეპრესიების ბრძანებებს, სრულად აგონ პასუხი კანონის წინაშე“.
პროექტში ნათქვამია, რომ გმობს „პროკურატურის მიერ 2025 წლის 8 თებერვალს დაწყებულ გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალდებად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი საბოტაჟი, საბოტაჟის მცდელობა და უცხოური და უცხოეთიდან კონტროლირებადი ორგანიზაციების დახმარება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მტრულ საქმიანობაში, რისთვისაც მათ შეიძლება, მიესაჯოთ მრავალწლიანი პატიმრობა; აღნიშნულ ქმედებას აფასებს როგორც რეჟიმის მხრიდან რეპრესიების შემდგომ გაძლიერებას, სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებას და დემოკრატიის დაჩქარებულ უკუსვლას; გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ ფართო კამპანიას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული საერთაშორისო დონორების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში; გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის 49 პარლამენტის წევრის მანდატების შეწყვეტას, როგორც დემოკრატიის შემდგომი უკუსვლის ნიშანს და მიიჩნევს ამას „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ მიმართული უახლეს ნაბიჯად. დოკუმენტი მიესალმება PACE-ის გადაწყვეტილებას, ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება დემოკრატიის უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო; მხარს უჭერს PACE-ის მოწოდებას საქართველოსადმი, დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა პოლიტიკური და სოციალური აქტორის, მათ შორის მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რათა სასწრაფოდ გამოსწორდეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები და ნაკლოვანებები და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას მომდევნო თვეებში“;
ამასთან, რეზოლუციის პროექტში წერია, რომ „საქართველო, რომელიც ოდესღაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოწინავე იყო, განიცდის დემოკრატიის დაჩქარებული უკუსვლის პროცესს, რაც, როგორც ჩანს, მიზანმიმართული მცდელობაა იმის საჩვენებლად, რომ ქართველი ხალხის ნება აღარ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების ბელარუსული გზით წასვლა, მიმდინარე ავტორიტარული სახელმწიფოდან დიქტატორულ რეჟიმზე გადასვლით; გმობს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს გაწევრიანების მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირის დაფინანსებაზე 2028 წლის ბოლომდე; შეახსენებს, რომ ყველა გამოკითხვა თანმიმდევრულად აჩვენებს ქართული მოსახლეობის მძლავრ მხარდაჭერას ევროატლანტიკური მომავლისადმი; გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი; მოუწოდებს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებელი და ყოვლისმომცველი აუდიტის ჩატარებისკენ დემოკრატიის უკუსვლის გამო; მოუწოდებს კომისიას, გადახედოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებას თვითგამოცხადებული ქართული ხელისუფლების მიერ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული ზოგადი პრინციპების დარღვევის გათვალისწინებით, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით; მიუთითებს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება, გამოიწვიოს შეთანხმებით გათვალისწინებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და პრივილეგიების პირობითი შეჩერება“.
ასევე პროექტში აღნიშნულია, რომ მიესალმება კომისიის გადაწყვეტილებას, „შეწყვიტოს ყველა საბიუჯეტო დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის და შეაჩეროს ნებისმიერი სამომავლო საინვესტიციო პროექტის ინიცირება; მოუწოდებს კომისიას, შეწყვიტოს ყველა ფინანსური მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებისთვის; მოუწოდებს მორატორიუმის გამოცხადებისკენ ყველა საინვესტიციო პროექტზე დაკავშირებადობის სფეროში; მოუწოდებს კომისიას, დაიწყოს იმ ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირება, რომლებიც მნიშვნელოვანია ამჟამინდელი ავტორიტარული მმართველობის მხარდამჭერი და შემნარჩუნებელი ოლიგარქიული ინტერესებისთვის, შემზღუდავი ზომების ან ეკონომიკური სანქციების შესახებ პოტენციური სამომავლო გადაწყვეტილების მიზნით; მოუწოდებს კომისიას, დაიწყოს იმ დაკავშირებადობის პროექტების იდენტიფიცირება, რომლებიც მხარს უჭერენ და ინარჩუნებენ მიმდინარე ავტორიტარულ მმართველობას და განიხილოს მათი შეჩერების საკითხი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებამდე;
გმობს დაშინებისა და პოლარიზაციის კლიმატს, რომელსაც აღვივებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, ასევე თავდასხმები პოლიტიკურ პლურალიზმზე, მათ შორის ქართული დემოკრატიული პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ დაშინებისა და ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევების, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის, მათი ლიდერებისა და რიგითი მხარდამჭერების დაპატიმრების მუქარისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მეშვეობით; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების სრული აღდგენის გარდა ნებისმიერი სხვა გზა გამოიწვევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას, შეუძლებელს გახდის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნებისმიერ ნაბიჯს და გამოიწვევს დამატებით სანქციებს;
მოუწოდებს კომისიას, სწრაფად გადაამისამართოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის გასაძლიერებლად, კერძოდ არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად განიცდიან გაუმართლებელ ზეწოლას მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან, ასევე დემოკრატიული მდგრადობისა და საარჩევნო კეთილსინდისიერების მხარდამჭერი პროგრამებისთვის; მოუწოდებს ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმების კორექტირებისკენ უფრო მტრული და ანტიდემოკრატიული გარემოს პირობებში წარმოქმნილი საჭიროებების გათვალისწინებით; ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გადაუდებელ საჭიროებას მზარდი რეპრესიებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერების ფონზე და, შესაბამისად, მოუწოდებს კომისიას, დაუყოვნებლივ გააძლიეროს მხარდაჭერა“.
ასევე, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „ქვეყანაში რუსული გავლენის ზრდისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების გამო, რომელიც ახორციელებს რუსეთთან დაახლოებისა და თანამშრომლობის პოლიტიკას, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიის მზარდი ოკუპაციისა; ამ კონტექსტში გმობს „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლების მზარდ ანტიდასავლურ და მტრულ რიტორიკას საქართველოს სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის, მისი ევროპარლამენტარებისა და ოფიციალური პირების მიმართ, და „ქართული ოცნების“ მიერ რუსული დეზინფორმაციისა და მანიპულაციის ხელშეწყობას;
მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, ს დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული საფუძვლით, კონკრეტულად საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით; ხაზს უსვამს, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლება ატარებს სრულ და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და სრულად უნდა აგოს პასუხი ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მას შეიძლება, მიადგეს;
ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.