ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი – თავისუფლება გელა ხასაიას! „ქართული ოცნება“ ნამდვილ კოშმარად იქცა

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნამდვილ კოშმარად იქცა ქართველი ხალხისთვის.
„თავისუფლება გელა ხასაიას! „ქართული ოცნება“ ახლა ნამდვილ კოშმარად იქცა თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხისთვის“, – წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)