ევროპა კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებად კონტინენტად როგორც ტურისტების, ასევე საქმიანი მოგზაურების მიერ და, შესაბამისად, ჩვენი სავიზო პოლიტიკა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, – ამის შესახებ სლოვენიელმა ევროპარლამენტარმა, მატიაჟ ნემეციმ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის შესახებ გამართულ დებატებზე განაცხადა.
„მოდერნიზებული შეჩერების მექანიზმით, ევროკავშირს შეეძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში და შეეძლება შეზღუდვები მიმართოს მთავრობის ოფიციალური პირების ან სხვა ჯგუფებისკენ. ეს რეფორმირებული მექანიზმი აძლიერებს ჩვენს ერთგულებას ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 518 ხმით 96 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ. კანონი, მესამე ქვეყნების მთავრობების მიერ მოკლევადიანი ვიზების გაუქმების შეთანხმებების პირობების დარღვევისგან თავის დასაცავად, ევროკავშირს გაუმარტივებს შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთავრობის ოფიციალურ პირებს, რომლებიც, შესაძლოა, პასუხისმგებლები იყვნენ მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ან სხვა სახის დარღვევებზე.
