ევროპარლამენტარი:დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ ოპონენტებს არ აპატიმრებენ და არ ავიწროებენ

ევროპის განახლების ჯგუფის წარმომადგენელი, ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდსტეტერი ტვიტერზე ეხმაურება პარტია „დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება.
ბრანდსტეტერის თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ ოპონენტებს არ აპატიმრებენ და არ ავიწროებენ.
„ღრმად შემაშფოთებელი ამბებია საქართველოდან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ ოპონენტებს არ აპატიმრებენ და არ ავიწროებენ. „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქართველებისთვის კოშმარია და ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზას აგრძელებს“, – წერს ევროპარლამენტარი.
ელენე ხოშტარიას დაკავებას და იზოლატორში მისი გაშიშვლების ცნობას ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.
“ეს არის უკანონო დაპატიმრებულთა მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მოპყრობის კიდევ ერთი აღმაშფოთებელი შემთხვევა. ჩვენი წევრები განაგრძობენ დემოკრატიისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ გვერდში ვართ“, – ALDE-ს განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.
განცხადება X-ზე გამოაქვეყნა ჯო უილსონიც – -ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ და “მეგობარი აქტის” ინიციატორმა.
უილსონმა დაწერა, რომ ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ლიდერი “უსამართლოდ დააკავა ივანიშვილის მხდალად ანტიამერიკულმა რეჟიმმა”.
ელენე ხოშტარია დიღმის იზოლატორიდან გუშინ, 29 მარტს ღამით გაათავისუფლეს. იქამდე გავრცელდა მისი იზოლატორიდან გამოგზავნილი წერილი.
ხოშტარია წერს, რომ პოლიციელებმა დაზიანება მიაყენეს და იზოლატორში სრულად გააშიშვლეს. ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც.
განმარტავს, რომ ელენე ხოშტარიას მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები, ხოლო “პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად”.
შსს-მ განაცხადა ასევე, რომ “დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა”.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ თანადამფუძნებელმა და ლიდერმა, მ, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია წამების მსხვერპლია.
გვარამიას მონათხრობით, სრულად გაშიშვლებული ელენე ხოშტარია დააწვინეს “ჩვეულებრივ საწოლზე” და “მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში”; ასევე – მეტალოდეტექტორის გამოყენება დაიწყეს მას შემდეგ მალევე, რაც პოლიტიკოსი ცუდად გახდა, ღებინება დაეწყო და საპირფარეშოში გაშვების ნაცვლად პოლიეთილენის პარკი მიუტანეს.
რაც შეეხება შსს-ს მიერ ნახსენებ „კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას” – ნიკა გვარამია ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში შერყეულია და მას ბევრი მედიკამენტის თან ტარება უწევს.
“ამბავი [შსს-ს მიერ] მოგონილია იმისთვის, რომ გაამართლონ გაშიშვლება, ვითომ ნარკოტიკი გვეგონა, ვეძებდით და ა.შ… რაც შეეხება წამალს – ელენეს ჯანმრთელობა ბოლო წლებში არაა სრულყოფილი, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან და ეს წამლებიც არ მისცეს”, – განაცხადა გვარამიამ.
ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ფორუმი