ევროპარლამენტარებმა ივანიშვილის და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირება მოითხოვეს

23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „აგენტების კანონი“ განიხილეს, ევროპარლამენტარებმა სიტყვებით გამოსვლისას მოითხოვეს სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება.
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგ დემონსტრანტებისადმი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების გამო, სანქციები დაუწესდეთ -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს.
„მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაუწესდეს პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას – ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს“, – განაცხადა სტრასბურგში პეტრას აუსტრევიჩუსმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პოლიტიკური ჯგუფიდან, „განაახლე ევროპა“.
ხარაზიშვილი ახსენა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ. მან განაცხადა:
„მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, მთავრობამ გატეხა პირობა და ძალით ცდილობს კანონის მიღებას. აქვთ გეგმები ლგბტ ადამიანების უფლებების ჩასახშობად. დემონსტრანტები რეპრესიების წინაშე დგანან. ამჯერად, ზვიად ხარაზიშვილისგან“.
ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, ზვიად ხარაზიშვილი კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი.
დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი, რომლებიც უფლებების დარღვევას უჩივის, მათ ადანაშულებს ძალადობის ორგანიზებაში.
ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საჭიროებაზე რამდენიმე გამომსვლელმა ისაუბრა, მათ შორის ანა ფოტიგამ და მაიკლ გალერმა.
ამავე სესიაზე ევროპარლამენტარების ნაწილმა – მათ შორის მირიამ ლექსმანმა, ანა ფოტიგამ და მაიკლა გალერმა – მოითხოვა ექსპრეზიდენტი ს პატიმრობიდან გათავისუფლებაც.
თუ „აგენტების კანონს“ საბოლოოდ მიიღებენ: დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და კანონის მხარდამჭედ პარლამენტარებს; გადაიხედოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, შეუწყდეს ქვეყანას ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება – ევროპარლამენტი განიხილავს, რა ზომები მიიღოს „აგენტების კანონის“ პასუხად.
ევროპარლამენტი გეგმავს, ხუთშაბათს, 25 აპრილს უყაროს კენჭი რეზოლუციას.

ასევე დაგაინტერესებთ