ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე – ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და მათ შორის მოქმედებს სასჯელებიც.
„ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე დამნაშავეზე, თქვენ იცით, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როცა იმყოფებოდა ხელისუფლებაში, მერე რას აკეთებდა ცალკე თემაა, განსაკუთრებით როცა იყო ხელისუფლებაში. მას აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მის მიმართ მოქმედებს სასჯელები რამდენიმე დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ასეთ პირობებში ვერ ელევიან სააკაშვილს, ეს არის ინდიკატორი ქართული საზოგადოებისთვის, ინდიკატორი იმისა, სინამდვილეში თუ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას – ირაკლი კობახიძე

ასევე დაგაინტერესებთ

FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის „ფორმულა“ – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები“ – სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს