ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია

ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია
ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია – ქვეყნების სუვერენიტეტის დამცველი ლიდერები შერაცხონ ე.წ. პრორუსებად და მაქსიმალურად დაასანქცირონ, რეპუტაციულად დაააზიანონ. ბრიუსელში ჩაბუდებული გლობალისტი ჩინოსნების გამრუდებული ხედვით, დასასჯელნი არიან ის ხალხებიც, რომლებიც პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს ირჩევენ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, “დიფ სთეითის” ევროპის ფილიალის მზაკვრული მცდელობები ერთია, მაგრამ თვითმყოფადობის მოსურნე საზოგადოებების ნება-სურვილებს ვერაფერი შეაჩერებს.
„ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია – ქვეყნების სუვერენიტეტის დამცველი ლიდერები შერაცხონ ე.წ. პრორუსებად და მაქსიმალურად დაასანქცირონ, რეპუტაციულად დაააზიანონ. ბრიუსელში ჩაბუდებული გლობალისტი ჩინოსნების გამრუდებული ხედვით, დასასჯელნი არიან ის ხალხებიც, რომლებიც პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს ირჩევენ.
“დიფ სთეითის” ევროპის ფილიალის მზაკვრული მცდელობები ერთია, მაგრამ თვითმყოფადობის მოსურნე საზოგადოებების ნება-სურვილებს ვერაფერი შეაჩერებს.
არაერთ ევროპულ ქვეყანაში მზარდია ტენდენცია, როდესაც ბრიუსელის ჩამყაყებული, ნეოსოვიეტიკური ბიუროკრატიის თავხედურ ჩარევებს ელექტორალურად ეტყვიან – კმარა!“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ნახევარ საათში გავრცელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება – არავინ ეკითხება ცალკეულ ქვეყნებს, ისე ასაჯაროებენ Deep State-ის პოზიციას მათი სახელით