ევროკრატიის თოჯინები, და მაია სანდუ დიდხანს ვერ იარსებებენ პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან მათ ავტორიტარიზმს პასუხს გასცემენ ცალკე უკრაინელები და ცალკე მოლდოველები

ევროკრატიის თოჯინები, და მაია სანდუ დიდხანს ვერ იარსებებენ პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან მათ ავტორიტარიზმს პასუხს გასცემენ ცალკე უკრაინელები და ცალკე მოლდოველები
“იმედის” ჟურნალისტები კიშინეუს აეროპორტში 5-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს. მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება. არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე აღნიშნავს, რომ “სამაგალითო” და “ევროპულ” მოლდოვაში საპარლამენტო ს გასაშუქებლად ჩასული „იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი, ქვეყანაში არ შეუშვეს. ამასთან, ანალიტიკოსი სანდუს და ზელენსკის “ევროკრატიის თოჯინებს” უწოდებს.
„ბრიუსელის ტყუილებით შემკულ ე.წ. სამაგალითო “ევროპულ” მოლდოვაში ტელეკომპანია “იმედის” გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს ს გასაშუქებლად, სანდუს “совковый” ხელისუფლება.
ევროკრატიის თოჯინები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ დიდხანს ვერ იარსებებენ პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან მათ ავტორიტარიზმს პასუხს გასცემენ ცალკე უკრაინელები და ცალკე მოლდოველები.
“იმედის” ჟურნალისტები კიშინეუს აეროპორტში 5-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს. მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება. არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან „იმედის კვირის“ ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ.
მოლდოვაში კვირას საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ საარჩევნო პროცესის გადასაღებად გაემგზავრა „იმედის კვირა“,” – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან