ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ავსტრიაში – უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილია

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შესაძლოა ექვსიდან თერთმეტ წლამდე გაგრძელდეს, – აის შესახებ ავსტრიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მარტინ სელმაიერმა განაცხადა.
“ავსტრიას ექვსი წელი დასჭირდა, ესპანეთს თერთმეტი. შეიძლება სადღაც შუაში აღმოჩნდეს”, – აღბიშნა მან გამოცემა Kleine Zeitung-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, აუცილებელია, მისკენ სვლა არ შეწყვიტოს.
„გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის კონკრეტული დაპირება, რომ გახდე ევროპული ოჯახის მუდმივი წევრი. თუმცა ამისთვის აუცილებელია ევროკავშირისკენ სვლა. ჩვენ ვხედავთ უკრაინას ევროკავშირის ცენტრში. მასთან მოლაპარაკებები ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილია. ევროპა არ უნდა დაბრუნდეს მე-19 საუკუნის ბნელ დღეებში, როდესაც აგრესორი მეზობელი ქვეყნის მიწაზე ანექსიისთვის იჭრება“, – აღნიშნა მარტინ სელმაიერმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
„2016 წლიდან უკრაინამ მიიღო ევროკავშირის კანონების 70%. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ვგულისხმობ, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და ადმინისტრაციის ეფექტურობას“, – აღნიშნა მარტინ სელმაიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის