ევროკომისიის პრესსპიკერი – საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ – ევროკომისია ელის, რომ რეკომენდაციებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა. ახლა საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ. ევროკომისია ელის, რომ რეკომენდაციებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა მარკუს ლამერტმა.
წერილის შინაარსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ლამერტმა უპასუხა, რომ მსგავს მიმოწერას კომისია არ ასაჯაროებს.
„დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. როგორც იცით მსგავს მიმოწერას არ ვასაჯაროებთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?