ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

ევროკავშირი და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობას განიხილავს, ვინაიდან ეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარებასაც უკავშირდება.
კითხვაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმ შემთხვევაში თუ ტრამპი უარს იტყვის ამაზე, ფონ დერ ლაიენმა 50 მილიარდი ევროს ოდენობის Ukraine Facility პროგრამა და “დიდი შვიდეულის” რუსული გაყინული აქტივებიდან სთვის გადაცემული სესხი გაიხსენა.
„მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენთვის ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რომ საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანობაში გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. ვინაიდან რუსეთი არა უბრალოდ ავტოკრატიაა, რომლებიც დემოკრატიებს ემუქრება, არამედ ის სულ უფრო უახლოვდება ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც ჩინეთთან ერთად ამ ომს კვებავენ,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვის ამ ქვეყნებთან ალიანსი მოქმედებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზეც, სადაც ჩინეთის შესაკავებლად საკუთარი ძალისხმევების კონცენტრირებას გეგმავს.