ევროკომისიის მიერ გავრცელებული „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: მიუხედავად პოლიტიკური შეტევებისა და კრიტიკისა, არჩეულ ხელისუფლებას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აღიარება

ევროკომისიის მიერ გავრცელებული „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: მიუხედავად პოლიტიკური შეტევებისა და კრიტიკისა, არჩეულ ხელისუფლებას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აღიარება
ევროკომისიის მიერ გავრცელებული „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: მიუხედავად პოლიტიკური შეტევებისა და კრიტიკისა, არჩეულ ხელისუფლებას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აღიარება. როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე დგას მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით, ეს პირდაპირი პასუხია მათთვის, ვინც ხელისუფლების ლეგიტიმურობას ან ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს – წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რეიტინგი არ ეფუძნება ემოციას ან პოლიტიკური ინტერესის დაკვეთას – ეს არის ობიექტური ანალიზი, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მონაცემს ითვალისწინებს.
„ევროკომისიის მიერ გავრცელებული „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: მიუხედავად პოლიტიკური შეტევებისა და კრიტიკისა, არჩეულ ხელისუფლებას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აღიარება.
როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე დგას მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით, ეს პირდაპირი პასუხია მათთვის, ვინც ხელისუფლების ლეგიტიმურობას ან ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
რეიტინგი არ ეფუძნება ემოციას ან პოლიტიკური ინტერესის დაკვეთას – ეს არის ობიექტური ანალიზი, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მონაცემს ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ შედარება: საქართველომ არა მხოლოდ ყველა მეზობელ ქვეყანას გადაუსწრო, არამედ მაჩვენებლებით ისეთ ძლიერ სახელმწიფოებსაც გაუთანაბრდა, როგორიც სინგაპურია.
არანაკლებ სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენ წინ ვართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე – უნგრეთსა და თურქეთზე.
ამ რეალობას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ის გარემოება, რომ და მოლდოვა – რომელთაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვთ – ფაქტობრივად, ევროპის უკანასკნელ ექვსეულში არიან, ავტორიტარული ქვეყნების გვერდით.
ეს ყველაფერი ერთ რამეს ნიშნავს: საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და ბოლოდროინდელი მწვავე დისკუსიებისა, რეალურად ახერხებს და ახორციელებს მთავარ ფუნქციას – ქვეყნის სტაბილურ და ეფექტიან მართვას. რასაც საერთაშორისო ინსტიტუტები აღიარებენ.“ – წერს მეგრელიშვილი.
Next: არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს ევროკომისიის თუნდაც ეს ანგარიში, სხვა მსგავს კვლევებთან ერთად, იმაზე თუ რატომ ერჩის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ მთავრობას მთელი ევროკავშირი და მისიის ევრობიუროკრატია

ასევე დაგაინტერესებთ

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება

საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას