ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დახმარების ფონდიდან, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა, უკრაინას საფინანსო დახმარების სახით გადაურიცხეს პირველი 4,9 მილიარდი დოლარი.
მარტის დასაწყისში შექმნილი ფონდის მიზანია უკრაინის სახელმწიფო საფინანსო სისტემისთვის დახმარების გაწევა, პენსიების და ხელფასების გადახდის ჩათვლით.
ტრანშით უნდა დაიფაროს ომის პერიოდში საჭირო უმთავრესი სახელმწიფო სამსახურების მუშაობის ხარჯები.
ფონ დერ ლაიენის თქმით, შუალედური დაფინანსების ფორმით გამოყოფილი თანხა „გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამ ძალიან რთულ მომენტში სახელმწიფოს დაფინანსებისთვის“. მან განაცხადა, რომ აპრილში, როცა უკრაინა ერთობლივად შეთანხმებულ წინაპირობებს შეასრულებს, გადაურიცხავენ მეორე ტრანშსაც, რომელიც 1,5 მილიარდ დოლარს აღემატება.