ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის შინასი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტებს არ შეესაბამება.
„ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომლებსაც მოელიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისაგან. ხელისუფლებამ გამოიყენა უთანასწორო მდგომარეობა, თავისი რესურსები და ომის შიში და წარმოაჩინა საკუთარი თავი ერთადერთ ძალად, რომელსაც ომის თავიდან არიდება შეუძლია“, – თქვა მან.
შინასის განცხადებითვე, „ოცნება“ ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის გზაზე.