ევროკომისია უნგრეთს “ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის” შესახებ კანონის EU-სთან შესაბამისობაში მოსაყვანად ორთვიან ვადას აძლევს

ევროკომისიის განცხადებით, უნგრეთს “ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის” შესახებ კანონის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსაყვანად ორთვიანი ვადა ეძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს გადაეცემა.
უნგრეთის კანონი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც შეისწავლის და
მონიტორინგს გაუწევს პოლიტიკური ჩარევის რისკებს. ეს კანონი შესაძლებელს ხდის, სამ წლამდე პატიმრობა შეეფარდოს უცხოური დაფინანსების მიმღები პარტიებისა და ჯგუფების წევრებს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას.
კომისიამ კანონთან დაკავშირებით პროცედურა თებერვალში დაიწყო. ახლა კი ე.წ მოტივირებული მოსაზრება გაუგზავნა, რაც ფორმალური მოთხოვნაა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის და რომელიც უნგრეთს ორ თვეს აძლევს პასუხის გასაცემად და საჭირო ზომების მისაღებად. ბრიუსელის თქმით, ეს კანონი ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. უნგრეთის მმართველი პარტიის თქმით, კანონი საგარეო პოლიტიკური ჩარევისგან დასაცავად აუცილებელია.