ევროკომისია უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტიკორუფციულ პროკურატურაზე – ეს ინსტიტუტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის რეფორმების დღის წესრიგისთვის და დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ

ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის მიერ ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებების გამო და მიანიშნა №12414 კანონის განხილვასა და მიღებაზე, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებებს ეხება , – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიიომ მერსიემ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ინსტიტუტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის რეფორმების დღის წესრიგისთვის და დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ კორუფციასთან საბრძოლველად და საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა გიიომ მერსიემ.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და მხარს დაუჭერს ს კანონის უზენაესობის დაცვაში. ამასთან, ევროკომისიის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ფინანსური დახმარება უკრაინას მიეწოდება „გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში პროგრესის მიღწევის პირობით“.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მისგან კორუფციასთან ბრძოლისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის ძლიერ შესაძლებლობებს მოითხოვს“, – აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად, ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების ჩხრეკა ჩაატარა. მათი განმარტებით, ჩხრეკა „ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე ს გავლენის ნეიტრალიზაციის ოპერაცია“ იყო. დღეს კი უკრაინის პარლამენტარებმა 263 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გავლენას ახდენს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის საქმიანობაზე და გარკვეულ უფლებამოსილებებს გენერალური პროკურორის ოფისს გადასცემს.