ბრიუსელი საქართველოში ევროკავშირისა და NATO-ს საინფორმაციო ცენტრის დახურვას გმობს.
EURACTIV-ის თანახმად, დასავლეთთან თბილისის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება “კიდევ ერთი არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია”.
ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერი ანიტა ჰიპერი EURACTIV-თან ამბობს, რომ გადაწყვეტილება ემთხვევა ქართული ოცნების მიერ “ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვა ზომებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას და მისი მრავალი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ცნობებს”.
