ევროკომისია თვლის, რომ მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თითქმის ყველა დარჩენილი პირობა შეასრულა

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, დაასკვნა, რომ მოლდოვამ, როგორც კანდიდატმა, შეასრულა თითქმის ყველა ის პირობა, რომლებიც საჭირო იყო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისთვის.
კომისიამ შარშან განაცხადა, რომ ბრიუსელის მიერ დადგენილი ცხრა პირობიდან კიშინიოვმა ექვსი შეასრულა. კომისიის წლევანდელ შეფასებაში, რომელსაც რადიო თავისუფლება გეცნო 12 მარტს, ნათქვამია, რომ მოლდოვამ შეასრულა სამიდან ორი პირობა: დამატებით ზომები მიიღო დეოლიგარქიზაციისთვის და ანტიკორუფციულ ორგანოს საკმარისი სახსრები გამოუყო.
მესამე პირობა – მოსამართლეთა შემოწმება და ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნა, განვითარებულ სტადიაშია, წაიკითხავთ ცნობაში.
მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველოსთან ერთად, 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. მ იგივე გააკეთა ომის დაწყებიდან 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს.
უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი განაცხადის შეტანიდან 3 თვეში მიიღეს. საქართველოს შემთხვევაში ამას წელიწადი და ცხრა თვე დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ