აზიური ელექტრონული კომერციის პლატფორმის, Shein-ის, გაყიდვების პრაქტიკა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს და კომპანიას, თუ თავის ქცევას არ შეცვლის, შესაძლოა ჯარიმები დაეკისროს, – განაცხადა ევროკომისიამ (EC).
დარღვევები მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ევროპელმა მარეგულირებლებმა დაადგინეს, ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. Shein-ის პრაქტიკის შემოწმება გრძელდება.
დარღვევები მოიცავს ყალბ ფასდაკლებებს, ანუ მოგებიანი შესყიდვების ილუზიის შექმნას ახალ შეთავაზებებში გაბერილი „ძველი ფასის“ მითითებით.
