ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა

ევროკომისიამ სთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 მარტს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე დოკუმენტები, რომლებიც უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაზე სახელმძღვანელო პრინციპებს მოიცავენ.
უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოების პროექტები წინა გაფართოებების გამოცდილებასა და გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ეყრდნობა, და მათში “ინტეგრირებულია გაფართოების გადახედილი მეთოდოლოგია და გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობის განვითარება.”
ორივე ქვეყნისთვის აღნიშნული დოკუმენტები სამი ნაწილისგან შედგება: 1) პრინციპები რომლებიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არეგულირებენ; 2) მოლაპარაკებების შინაარსი; 3) მოლაპარაკებების პროცედურა.
განცხადების თანახმად, ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს პროექტების შიდა განხილვა და დაამტკიცოს. ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა თითო ქვეყანასთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე ევროკავშირის შეთანხმებულ საერთო პოზიციას წარადგენს, რაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფორმალური დასაწყისი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ