ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის

ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში.

ამიერიდან მათ მოეთხოვებათ ვიზის ქონა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოიყენება უვიზო მომოსვლის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი.

ევროკომისიის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი საქართველოს ოფიციალური პირებისთვის გააქტიურდა იმის გამო, რომ ისინი განზრახ და მუდმივად არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და არღვევენ დემოკრატიის წესებს და ფუნდამენტურ უფლებებს ძირითად სფეროებში.

საქმე ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტს, მათ მფლობელებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით კვლავ შეეძლებათ.

2025 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, გამარტივდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი. შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“.

13 თებერვალს ევროკომისიის სპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი სავიზო შეღავათები აღარ იქნება შესაძლებელი.

წერილში, რომლითაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს უპასუხა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუთითა, რომ ეს პირველი ეტაპია.

„მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ აღმოიფხვრება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე“, – წერს 25 თებერვლის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე „ქართულ ოცნებაზე“ – 28 ნოემბერს განაცხადეს, რომ ევროინტეგრაცია შეჩერებულია და იმის შემდეგ ქვებს ესვრიან ევროკავშირს – საზოგადოება დააყენეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის ქვეშ

მედია – აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები აღკვეთა – სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო და სინაგოგა იყო