ევროკომისარი მარტა კოსი – ქართველო ხალხო, დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება, ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ – ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

ქართველო ხალხო, თქვენ დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება. ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკიმისარი მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, კაია კალასთან ერთად გავრცელებულ განცხადებას აზიარებს.
„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ვიზიარებ სერიოზულ შეშფოთებას დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლის გამო“, – წერს მარტა კოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება