ევროკომისარი მარტა კოსი – საქართველოს მთავრობას ვურჩევდი: გთხოვთ, აირჩიოთ ევროპა! გთხოვთ, მოუსმინოთ ხალხს, ვინც უკვე 100 დღეზე მეტია ქუჩაშია

საქართველოს მთავრობას ვურჩევდი: გთხოვთ, დაუბრუნდით ევროპულ გზას! გთხოვთ, მოუსმინოთ ხალხს, ვინც უკვე 100 დღეზე მეტია ქუჩაშია, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სტრასბურგში, “ინტერპრესნიუსის” სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.
შეკითხვაზე საპასუხოდ, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს.
“გთხოვთ, აირჩიოთ ევროპა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ დაზარალდებით ს გავლენით და გთხოვთ, იზრუნოთ ყველა თაობაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც ნამდვილად მომხრეა გახდეს ევროკავშირის ნაწილი”, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია ზახაროვა – აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი, თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა, წინ წავიდეს – აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა