ევროკავშირში ისევ ხელმისაწვდომია აკრძალული რუსული მედიასაშუალებების საიტები – ლონდონის სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტი

ევროკავშირის ქვეყნებში ისევ ხელმისაწვდომია ს სახელმწიფო მედიასაშუალებების, Sputnik-ის და RT-ის საიტები. მაგალითად, გერმანიაში ამ საიტებს ყოველთვიურად 100 ათასზე მეტი ადამიანი ნახულობს. ლონდონის სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის (ISD) მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების საიტები, რომლებიც უნდა დაბლოკილიყო, ევროკავშირის ქვეყნებში ისევ ხელმისაწვდომია.
კვლევის ავტორებმა შეისწავლეს რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებზე წვდომა საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. ევროკავშირში აკრძალულ 26 ინტერნეტ-რესურსთან კავშირის მქონე 58 საიტზე წვდომის შემოწმებისას, შემთხვევების უმრავლესობაში ეს საიტები დაბლოკილი არ აღმოჩნდა.
კვლევის თანახმად, რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები მცდარ და საზოგადოების პოლარიზაციის გამომწვევ ინფორმაციას ავრცელებდნენ გერმანიაში 2025 წლის თებერვლის ფედერალური ს და პოლონეთში 2025 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. ყალბი ცნობები ეხებოდა როგორც ში ომის დანაშაულთან რუსეთის კავშირის უარყოფას, ისე უკრაინელი ლტოლვილების იდეოლოგიას და ქცევას.
კვლევის ფარგლებში, ISD-მ გამოავლინა ანონიმური ანგარიშები, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ მხოლოდ სანქცირებული მედიის ბმულებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ტიპის ანონიმურ ანგარიშებში, რომლებიც ექსკლუზიურად RT-ის (Russia Today) უახლესი სტატიების გაზიარებით არიან დაკავებული. ასეთ ანგარიშებს, როგორც წესი, მცირე რაოდენობის გამომწერები ჰყავთ და მათ პოსტებზე ჩართულობაც დაბალია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სანქცირებულ სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებული ოფიციალური ანგარიშების უმეტესობა პლატფორმა X-მა ევროკავშირში უკვე დაბლოკა. თუმცა, ანალიტიკოსებმა მაინც გამოავლინეს 11 სანქცირებულ მედია ორგანიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომლებიც კვლავ ხელმისაწვდომია ევროკავშირის ტერიტორიაზე.
,,მაგალითად, ანგარიშები, როგორიცაა Sputnik India ან Rubaltic, პირდაპირ არ მიმართავენ ევროპულ აუდიტორიას — რაც ჩანს მათ ენასა და გეოგრაფიულ აქცენტებში. განურჩევლად იმისა, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონებზეა ფოკუსირებული კონკრეტული სანქცირებული დომენი, ევროკავშირის სანქციები მაინც ვრცელდება მათზეც. შესაბამისად, პლატფორმებმა უნდა შეზღუდონ მათი შინაარსის გავრცელება ევროპელი მომხმარებლებისთვის.”- ნათქვამია კვლევაში.
კრემლთან დაკავშირებულ მედიას ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაუწესა სანქციები. აღნიშნულიდან სამი წლის შემდეგ დასტურდება, რომ წევრ სახელმწიფოებში ინტერნეტპროვაიდერების მიერ სანქცირებული დომენების დაბლოკვა უმეტესწილად არაეფექტური აღმოჩნდა.
,,ყველაზე გავრცელებული მეთოდი — DNS-დონის ბლოკირება — მარტივად ირღვევა. სანქციების ეფექტიანად აღსრულებას ხელს უშლის დამატებითი ფაქტორები, როგორიცაა ტექნიკური შეზღუდვები, ევროკომისიის მიერ მოწოდებული დომენების ჩამონათვალის სიძველე და ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზები. ISD-ის კვლევები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანქცირებული სახელმწიფო მედიის ოფიციალური ანგარიშების უმეტესობა დაბლოკილია ევროკავშირში, ამ დომენებზე ბმულების შემცველი პოსტები კვლავ ფართოდ ვრცელდება პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter), მათ შორის ანონიმური ან უცხოეთიდან მართული ანგარიშების მეშვეობით.”- აღნიშნულია ანგარიშში.
სააგენტო „ფრანს პრესს“ ევროკომისიაში განუცხადეს, რომ ევროკავშირი არ არის პასუხისმგებელი აკრძალვის აღსრულებაზე და სანქცირებულ რუსულ საიტებზე წვდომა პროვაიდერებმა უნდა დაბლოკონ.

ასევე დაგაინტერესებთ