ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, გაფართოება არის და დარჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად – შარლ მიშელი კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და ეს სამომავლოდაც ასე გაგრძელდება.
“ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო პრეზიდენტო სანდუ, ძვირფასო უკრაინელებო და მოლდოველებო, არ დავიშურებ ძალისხმევას თქვენი ლეგიტიმური ამბიციებისა და მისწრაფებების მხარდასაჭერად. უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი შთამბეჭდავია. ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. გაფართოება არის და დარჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად. ეს ძალისხმევას მოითხოვს. ზოგჯერ, იმედგაცრუებაც შეიძლება იყოს, მაგრამ საჭიროა, მუშაობა გაგრძელდეს, განსაკუთრებით – კანონის უზენაესობის სფეროში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს