ევროკავშირში გაწევრიანება, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტები… – მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები დაამტკიცა

ევროკავშირში გაწევრიანება, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტები… – მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების“შესაბამისად იმოქმედებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით.
მთავრობის განკარგულება:https://www.gov.ge/files/618_92815_695386_1165.pdf
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ძებისაშვილი: ეკონომიკური ვარდნის დასაბალანსებლად და ფულადი მასის შემოტანის მიზნით, როგორც ჩანს დაგეგმილია ათი თასობით მდიდარი არაბის ჩამოსახლება სპარსეთი ყურის სახელმწიფოებიდან (ჩინეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც, რატომაც არა)