ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ 6 პიროვნებას სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, „ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, „ჰამასის“ უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა.
სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ისრაელის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა.