ევროკავშირმა შესაძლოა ღაზას ჰუმანიტარული დახმარება კვიპროსის გავლით მიაწოდოს

ევროკავშირმა შესაძლოა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება კვიპროსის გავლით მიაწოდოს. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში ზღვიდან შევა.
რამდენიმე დღეში კვიპროსს ევროპული კომისიის პრეზიდენტი ეწვევა. ევროკომისიის გავრცელებული ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენის კვიპროსის წარმომადგენლებთან დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ამ პროცესის ტექნიკური მხარეები იქნება.
“ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ დავრწმუნდეთ, ნამდვილად შეგვიძლია პალესტინელებისთვის დახმარების მიწოდება. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ რომ დახმარების დერეფანი ძალიან მალე მოხდება” – თქვა ევროპული კომისიის პრესსპიკერმა.