“ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ახლა სანქციების საკითხს განვიხილავთ” – ბრაჟე

“ზაფხულში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ახლა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განვიხილავთ” – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ზე.
მან საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადება გააზიარა.
ცნობისთვის, აქციის დაკავებული მონაწილეების დასახმარებლად სპეციალური ფონდი იქმნება. პრეზიდენტის თქმით, სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორც არის, არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. დღესვე სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას აუწყა, რომ ეროვნული თანხმობა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მედიაციით შედგა.
ცნობისთვის “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო 14 დეკემბერს ჩანიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც კი არ არსებობს, რადგან სამოქალაქო პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც „არ მომხდარა ბუნებაში“.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო თავის საქმეს მაინც გააგრძელებს, რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირმა კი მოლაპარაკებები უნდა ახლა გახსნას, უნდა – მოგვიანებით.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , ამბობს, რომ მზადაა ხვალვე მოაწეროს ხელი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ ევროკავშირი შესაბამის ნებას გამოიჩენს.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და ს წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ “კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას”. ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ანტიდასავლურ კურსს გაემიჯნა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილიც.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს “ახალგაზრდა ადვოკატები”.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, “საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან” და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების ესკალაციას პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.