ევროკავშირმა უნგრეთს მილიარდი ევროს დაფინანსება შეუწყვიტა

უნგრეთს ევროკავშირის 1,04 მილიარდი ევროს დაფინანსებაზე უარი ოფიციალურად უთხრეს. დახმარების გაყინვის მიზეზი კორუფციული ბრალდებები გახდა. ეს ბლოკის წევრის წინააღმდეგ მსგავსი სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.
DW-ის ცნობით, პირობა იყო, რომ უნგრეთს სამართლებრივი რეფორმები 2024 წლის ბოლომდე უნდა გაეტარებინა.
ევროკავშირის ფული ბუდაპეშტს გადაეცა სტრუქტურულად სუსტი რეგიონების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მაგრამ 2022 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დაასკვნა, რომ უნგრეთი უგულებელყოფდა ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს და ძირითად ღირებულებებს, ის გაიყინა.
საუბარია კორუფციის, მექრთამეობისა და ინტერესთა კონფლიქტის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებზე.