ევროკავშირმა სომხეთს 270 მილიონი ევრო გამოუყო, მათ შორის მედიის დაფინანსებისთვის

ევროკავშირმა სომხეთს 270 მილიონი ევრო გამოუყო „მდგრადობისა და განვითარების“ გეგმის ფარგლებში, რომლის ნაწილი მიმართულია სომხეთში „დამოუკიდებელი“ მედიის დაფინანსებაზე დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამის შესახებ ერევანში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
„ევროკავშირმა სომხეთს 270 მილიონი ევრო გამოუყო მდგრადობისა და განვითარების გეგმის ფარგლებში 2027 წლამდე პერიოდისთვის. ეს გეგმა მოიცავს ბიზნესის მხარდაჭერას, სომხეთსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე რეფორმების მხარდაჭერას,“ – განაცხადა კალასმა. მისი თქმით, გეგმა ასევე ითვალისწინებს „დამოუკიდებელი მედიისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის „ვიზის გაუქმების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში წინსვლისთვის, თუ სომხეთი შეასრულებს ევროკომისიის მიერ დადგენილ ყველა პირობას.