ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. 1 იანვრიდან ევროკავშირი რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს შემოიტანს.
ასევე, 1 მარტიდან მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტის იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვები დაიწყება.
სანქციების ახალ პაკეტში ევროკავშირი აწესებს შეზღუდვებს რუსეთიდან ალუმინის პროდუქტების, მათ შორის მავთულის, ფოლგისა და მილების იმპორტს.
ევროკავშირმა ასევე დაავალა ევროპულ კომპანიებს, პარტნიორებთან კონტრაქტებში დათმონ რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის აკრძალვა. სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს თხევადი პროპანის იმპორტის აკრძალვას 12-თვიანი გარდამავალი პერიოდით.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)