ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციათა მე-19 პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„ჩვენ ახლახან დავამტკიცეთ ჩვენი სანქციების მე-19 პაკეტი. ის შეეხება რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ორგანიზაციებს ინდოეთსა და ჩინეთში. ევროკავშირი რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს, რათა დესტაბილიზაციის მცდელობებს წინ აღუდგეს. პუტინს სულ უფრო უჭირს ამ ომის დაფინანსება“, – დაწერა კალასმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა სანქციების მე-19 პაკეტი შეათანხმეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, იყო, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა ბრატისლავამ მის შემოღებაზე თანხმობა განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას