ევროკავშირმა რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 1.4 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა ს გაყინული აქტივებიდან უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 1.4 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროკავშირმა რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 1.4 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული თანხა საბრძოლო მასალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების პირდაპირი წესით შესყიდვებს მოხმარდება.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს პირველი ტრანშია და თანხა უკრაინის დახმარების ფონდის საშუალებით ჩაირიცხება, რომელსაც უნგრეთი ბლოკავს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საბჭოს იურიდიული სამსახური განმარტავს, ბუდაპეშტი ვერ შეძლებს აღნიშნული ტრანშის შეჩერებას, რადგან მას მონაწილეობა არ მიუღია ამ ფონდის დასაარსებლად გამართულ კენჭისყრაში.
1tv.ge