ევროკავშირმა მიიღო კანონი 2023 წლისთვის თავისი ტერიტორიის 20%-ის აღდგენის შესახებ

ევროპის კავშირმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ბლოკის ტერიტორიის, ზღვისა და ხმელეთის 20% აღდგენილი უნდა იქნეს.
კანონის კენჭისყრაზე მისი მიღება განსაზღვრა ავსტრიის წარმომადგენლის ხმამ. ახლა მას მმართველი პარტია სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
The Guardian-ის თანახმად, კანონის სასარგებლოდ კენჭისყრა გადაწყდა მაშინ, როცა სლოვაკეთმა და ავსტრიამ შეიცვალეს პოზიცია. ავსტრიის წარმომადგენელმა ლეონორე გევესლერმა, კლიმატის დაცვის და გარემოს მინისტრმა, კანონს მხარი დაუჭირა ავსტრიის მმართველი, სახალხო პარტიის პოზიციის მიუხედავად.
გევესლერის თქმით, „გადაწყვეტილება ბუნების გამარჯვებაა“. როცა მომავალი თაობების ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას საფრთხე ექმნება, აუცილებელია თამამი გადაწყვეტილების მიღება, თქვა ავსტრიელმა მინისტრმა.
ავსტრიის სახალხო პარტიამ, რომელიც მწვანეთა პარტიასთან ერთად არის კოალიციაში, განაცხადა, რომ გევესლერს უჩივლებს, რადგან მან თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და შეეცდება მისი ხმის გაუქმებას.
დამტკიცება კანონისა, რომელიც 2022 წელს წარადგინა ევროკომისიამ, ნაწილობრივ გაჭირდა ზოგიერთ ქვეყანაში ფერმერების პროტესტი გამო. ისინი ჩივიან, რომ ევროკავშირის „მწვანე პოლიტიკა” მათ პროდუქტს აძვირებს უკრაინისა და სამხრეთ ამერიკის პროდუქციასთან შედარებით. მათ მიმართ დათმობას მოჰყვა პესტიციდების გამოყენების შემცირების გადადება. კანონი უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ვერ გავიდა 2024 წლის მარტში. კანონი ბუნების აღდგენის შესახებ (Nature Restoration Law) წევრ ქვეყნებს ავალდებულებს არა მხოლოდ ბუნების დაცვას, არამედ ბუნების აღდგენას და კარგ ეკოლოგიურ მდგომარეობაში მოყვანას. 2030 წლისთვის უნდა მოხდეს ბლოკის ეკოსისტემის 20 %-ის, ხოლო 2025 წლისთვის მთლიანად აღდგენა. სხვა პირობებთან ერთად, სულ უნდა დაირგოს სამი მილიარდი ხე.