ევროკავშირმა გააფართოვა რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებისთვის სანქცირებულთა სია

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 9 ფიზიკურ და 6 იურიდიულ პირს, რომლებსაც პასუხისმგებლად მიიჩნევს ს მიერ საზღვარგარეთ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე, მათ შორის ინფორმაციით მანიპულირებასა და უცხოეთის საქმეებში ჩარევაზე.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით სანქცირებულთა შორის არიან „რუსეთის სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის ქსელი“ და მისი დირექტორი ანდრეი რომანჩენკო და ამავე ქსელის წარმომადგენელი ვლადიმირ ნაიდენოვი, რომელიც ხელმძღვანელობს „ახალ ტერიტორიებზე“ ინფრასტრუქტურის განვითარებას. რუსეთი „ახალ ტერიტორიებს“ უწოდებს ში ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონებს.
სანქცირებული არიან რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის ძალების სარდალი, გენერალი იური ლასტოჩკინი, რუსეთის ბალტიის ფლოტის რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ვიტალი კულიკოვი და რადიოელექტრონული ბრძოლის 841-ე ცენტრი, რომელიც კალინინგრადის ოლქში მდებარეობს.
ევროკავშირი მათ ბრალს სდებს ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში ნავიგაციის გლობალური თანამგზავრული სისტემის სიგნალების ჩახშობაში, რაც პირველ ყოვლისა საფრთხეს უქმნის ბალტიის ქვეყნებს და სამოქალაქო ავიაციის მუშაობას.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით სანქცირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი ალექსეი შავროვი, რომელიც მონაწილეობდა ევროკავშირში დესტაბილიზაციისკენ მიმართულ „რუსული გავლენის ოპერაციებში”.
სანქცირებული არიან კომპანია Tigerweb-ი და მისი დამფუძნებელი ევგენი შევჩენკოც, რომლის მიერ შექმნილი ვებსაიტებით დასავლეთის ქეყნებში პრორუსული შინაარსის მასალები ვრცელდებოდა.
ფიზიკურ პირებს შორის, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა არიან მოლდოვაში მცხოვრები პრორუსი ბლოგერი დმიტრი ბუიმისტრუ და აქტივისტი ვეაჩესლავ ვალიკო და პრორუსი ბლოგერი ავსტრალიიდან სიმეონ ბოიკოვი.
სანქცირებული არიან ორგანიზაციები: BRICSС-ის ჟურნალისტთა ასოციაცია, „უსამართლობასთან ბრძოლის ფონდი“ და „გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრი“.
რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისთვის ევროკავშირს ფინანსურ-ეკონომიკური და სავიზო სანქციები აქვს დაწესებული სულ 47 ფიზიკური და 15 იურიდიული პირისთვის.
ფორუმი