ევროკავშირი წევრი ქვეყნებისთვის უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების გაგრძელებას აპირებს

ევროკავშირი უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების გაგრძელებას აპირებს. ასევე განიხილება რუსული გაზსადენით ევროკავშირში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხიც.
როგორც გერმანული მედია წერს, რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, რათა უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდება გაგრძელდეს მას შემდეგაც, რაც კიევსა და მოსკოვს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2024 წლის ბოლოს ამოიწურება. კერძოდ, ევროკომისიაში და გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში იუწყებიან, რომ გერმანიის მთავრობა და ბრიუსელი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც რუსულ გაზს ტრანზიტით იღებენ.
ამასთან, ევროკავშირი განიხილავს რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტის გაფორმებასაც.
ში მიმდინარე ომის მიუხედავად, აგრძელებს უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას ავსტრიაში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ჩეხეთში. ივნისის დასაწყისში „ბლუმბერგი“ წერდა, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები განიხილავენ რუსეთისა და უკრაინის დამაკავშირებელი მილსადენით გაზის მიწოდების 2025 წელს გაგრძელების საკითხს. სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ევროპული კომპანიების მიერ გაზის აზერბაიჯანში შესყიდვა და მისი რუსული გაზსადენით ევროკავშირის ქვეყნებში მიწოდება.