ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს

ეს არ არის ევროკავშირის საკითხი, ევროკავშირის პრობლემა. როცა იგივე ადეიშვილი დადის ევროკავშირის კაბინეტებში, ეს არ არის ევროკავშირის პრობლემა. ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. იგივე განცხადებები ე.წ. „ვეთინგთან“ დაკავშირებით ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ევროკავშირი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით თუ არგუმენტები იქნება, ხელისუფლება მოისმენს. მისივე თქმით, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს.
„თუ იქნება არგუმენტები, მოვისმენთ. რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციებისთვის სრული ღიაობა, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს, ეს არის სწორედ ევროკავშირის ღირებულება. არგუმენტები არ არის, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“თუ იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, რატომ უპირისპირდებიან ასე „გამჭვირვალობის კანონს“? არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ” – არჩილ თალაკვაძის კომენტარი ოპოზიციის შესახებ

“ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან” – არჩილ თალაკვაძის განცხადება

ფოჩხუა: მაშინ როცა, ევროპაში და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გმობს საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების მისამართით-სასაცილოა