ევროკავშირი უნგრეთის თანხმობის გარეშე ამზადებს კიევის ფინანსური დახმარების გეგმას-FT

თუ ბუდაპეშტთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის გეგმას შეიმუშავებს, – ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებსაც მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვთ, ფინანსურ გარანტიებს ძირითად ბიუჯეტის წინაშე იკისრებენ. ეს საშუალებას მისცემს ევროკომისიას ისესხოს საჭირო თანხა კაპიტალის ბაზრებიდან უკრაინის დასახმარებლად.

ასეთი სქემა არ საჭიროებს ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობას – განსხვავებით ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფისგან, რასაც უნგრეთი ეწინააღმდეგება. ამავე დროს, ზოგიერთ ქვეყანას სჭირდება საპარლამენტო თანხმობა გარანტიების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი ამ პროცედურების დასრულებას მარტისთვის გეგმავს.
კიდევ ერთი ვარიანტით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა განიხილავს უკრაინისთვის იაფი მოკლევადიანი სესხების გაცემას. ამ სქემის მიხედვით, მ 2023 წელს უკვე მიიღო 18 მილიარდი ევრო. მაგრამ ასეთი ვარიანტი მოითხოვს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მხარდაჭერას, აღნიშნავს გაზეთი.
14 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური დახმარების გამოყოფა. ახლა ევროკავშირი აპირებს ამ საკითხს რიგგარეშე სამიტზე 1 თებერვალს დაუბრუნდეს.
· უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევა. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი.
· პრემიერ-მინისტრი ორბანი უკრაინას დიდი ხანია ადანაშაულებს უნგრელთა ეთნიკური უმცირესობის შევიწროებაში, რასაც უარყოფს. ორი ქვეყნის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა უკრაინაში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ვიქტორ ორბანმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ ერთადერთი გზა რუსეთთან მოლაპარაკებაა. ორბანმა ადრეც დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარება.
· ამასთან, უნგრეთის მიერ მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან ს ანექსიის გამო დაწესებული სანქციები. გამონაკლისი იყო რუსულ ნავთობზე ემბარგო, რომელიც დღის წესრიგში დადგა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ორბანმა მიაღწია უნგრეთისთვის ამ აკრძალვის გადავადებას.
· უნგრეთის პრემიერ-მინისტრს დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთანაც. ამჯერად, ორბანი ცდილობს უკრაინის მხარდაჭერის საკითხის გამოყენებით მიაღწიოს ევროკავშირის ფონდებიდან 20 მილიარდ ევროზე მეტის მიღებას. ეს თანხა უნგრეთს გაუყინეს კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ არსებული პრობლემების გამო. 14-15 დეკემბრის სამიტის წინ, ევროკომისიამ გადაწყვიტა უნგრეთს მისცეს 10 მილიარდი ევრო.