ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის განცალკევებას განიხილავს – კოსი

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის განცალკევებას განიხილავს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მიზეზი უნგრეთია, რომელიც უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ წევრ სახელმწიფოებთან, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რადგან არცერთი წევრი სახელმწიფო არ არის მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი თავების გახსნის წინააღმდეგი“, – განაცხადა მარტა კოსმა.
მარტა კოსის განცხადებით, შესაძლოა ორი ქვეყნის „განცალკევების“ საკითხი ივნისში განიხილონ.
ამასთან, მარტა კოსის თქმით, არსებობს შესაძლებლობა 2029 წლისთვის მოლდოვა ევროკავშირის წევრი იყოს, ევროკომისრის პოსტზე მისი მანდატის ამოწურვამდე.
მისი თქმით, „წარუმატებლად“ ჩაითვლება, თუ ევროკავშირში ახალ წევრებს ამჟამინდელი ევროკომისიის დროს ვერ მიიღებს.
„მოლდოვა მართლაც კარგი სტუდენტია [კანდიდატი ქვეყნების] მთელ ჯგუფში. ისინი ნამდვილად გრძნობენ ამ ისტორიულ მომენტს“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება