ევროკავშირი სირიასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე: ბოლომდე უნდა შესრულდეს

ევროკავშირი მიესალმება სირიასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას, -ისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერით და აცხადებს, რომ ის ახლა ბოლომდე უნდა შესრულდეს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა 19 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ყველა მხარეს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს:
“მოვუწოდებთ ყველა მხარეს ყველა სახის ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაცვისკენ და წაქეზებისა და სექტანტური დისკურსის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ.
მოვუწოდებთ აგრეთვე ისრაელს და ყველა სხვა გარე აქტორს სრულად სცენ პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.
ევროკავშირი აგრეთვე აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებლებმა პასუხი უნდა აგონ:
“შეძრწუნებულები ვართ ბოლო დღეების ძალადობის შედეგად ასობით მსხვერპლის გამო, განსაკუთრებით კი ძალადობით, რომელიც, არსებული ცნობებით, განახორციელა რამდენიმე შეიარაღებულმა ჯგუფმა უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი მოწოდებაა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა უხეში დამრღვევი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე – მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით”.
ევროკავშირი თვლის, რომ სირიის გარდამავალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს განურჩევლად ყველა სირიელის დაცვაზე:
“ახლა არის დიალოგისა და ჭეშმარიტად ინკლუზიური ტრანზიციის წინსვლის დრო. სირიის გარდამავალი ხელისუფლება, ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად, პასუხისმგებელია განურჩევლად ყველა სირიელის დაცვაზე და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაზე განიარაღების, დემობილიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უსაფრთხოების ეროვნული ძალების რესტრუქტურიზაციაზე”.
ევროკავშირის გამოთქვამს მზადყოფნას გარდამავალი პერიოდის გავლაში დაეხმაროს სირიას.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სირიის სამხრეთში დრუზების უმცირესობასა და ბედუინებს შორის დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. რეგიონში სირიის სამთავრობო ძალების შესვლის შემდეგ, ისრაელმა, დრუზების თემის დაცვის მოტივით, დრონებით თავდასხმა განახორციელა სირიის დედაქალაქში სამთავრობო ობიექტებსა და ქალაქ სუვაიდასთან განლაგებულ სამთავრობო ძალებზეც, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას