ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ითვალისწინებს.
ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილება უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ აქტივების გაყინვის გაგრძელებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობას გამორიცხავს.
„რუსეთის სუვერენული აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებას მივესალმები. რუსეთს ძლიერ სიგნალს ვუგზავნით. ვიდრე ეს სასტიკი აგრესიული ომი გრძელდება, რუსეთის ხარჯები ზრდას განაგრძობს. ეს ძლიერი გზავნილია უკრაინისთვის: გვსურს, რომ ჩვენი მამაცი მეზობელი კიდევ უფრო გაძლიერდეს, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, X-ზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებისა და რეპერაციული სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით 18-19 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – 2025 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე – ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება